Accentnews.ge
მეორე კვირაა, მაიდერაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან, პორტუგალიამ დასახმარებლად ევროკავშირსაც მიმართა

მეორე კვირაა, მაიდერაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან, პორტუგალიამ დასახმარებლად ევროკავშირსაც მიმართა

22/08/2024 06:51:14 მსოფლიო

პორტუგალიის მთავრობამ კუნძულ მადეირაზე მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები გაგზავნა, სადაც მეორე კვირაა, ტყის ხანძრებია. პორტუგალიამ დასახმარებლად ევროკავშირსაც მიმართა.

ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ მადეირას პორტუგალიის ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.

სავარაუდოდ, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძარი, რომელმაც უკვე 8000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მუნიციპალიტეტებზე მალევე გავრცელდა.

ხანძარი საფრთხეს უქმნის იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადებულ დაფნის ტყესაც.

ხანძარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა დასახლებულ პუნქტებზე, თუმცა 200-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო კვამლით ინტოქსიკაციის საფრთხის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S