Accentnews.ge
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე  ტიმ უოლზი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე  ტიმ უოლზი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს

22/08/2024 11:10:39 მსოფლიო

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ტიმ უოლზი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.

60 წლის უოლზმა ჩიკაგოში გამართულ შეკრებაზე თქვა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.

თავის გამოსვლაში უოლზმა გაიხსენა თავისი ცხოვრების ეტაპები, მათ შორის ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობის დრო. მან მოუწოდა შეკრებილებს მეტი სოციალური ერთიანობისკენ, რაშიც, მისი თქმით, ყველას ეკუთვნის და ყველას ეკისრება წვლილის შეტანის პასუხისმგებლობა.

პარტიის ყრილობის მესამე დღეს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჰარისსა და ვივე-პრეზიდენტობის კანდიდატ უოლზს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც. მან ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ საკუთარს ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ნოემბერში გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა გაიწვია, მის ნაცვლად ტრამპის მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S