Accentnews.ge
მოსკოვი: კურსკის ოლქი 133 000–ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ევაკუაციის სწავლებას გადიან ბრიანსკის ოლქშიც

მოსკოვი: კურსკის ოლქი 133 000–ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ევაკუაციის სწავლებას გადიან ბრიანსკის ოლქშიც

22/08/2024 13:13:37 მსოფლიო

რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ განსახლებას 8 რაიონი დაექვემდებარა და ტერიტორია დატოვა 133 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამის შესახებ კურსკის გუბერნატორმა რუსეთის პრეზიდენტს ონლაინშეხვედრის დროს განუცხადა.

ვლადიმირ პუტინს ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინის მოსაზღვრე სხვა რეგიონების გუბერნატორებმაც.

ბრიანსკის გუბერნატორის თქმით, კლიმოვსკის რაიონში იყო უკრაინელების შეჭრის მცდელობა. ამასთან ოლქის 6 რაიონში ჩატარდა სწავლება გადაუდებელ ევაკუაციასთან დაკავშირებით. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, უკვე მზად აქვთ 12 დროებითი მოთავსების პუნქტი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, დაბომბვების გამო რეგიონში ვითარება კვლავ მძიმეა.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 20 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1260 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 93 დასახლებას აკონტროლებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S