Accentnews.ge
“ძლიერ საქართველოს” ახალი წევრები შეემატა

“ძლიერ საქართველოს” ახალი წევრები შეემატა

22/08/2024 14:26:36 პოლიტიკა

კოალიციას “ძლიერი საქართველო” ახალი წევრები შეემატა.

ისინი კოალიციაში შემავალი “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ წარადგინა.

"მოხარულები ვართ წარვადგინოთ „თავისუფლების მოედნის“ ახალი წევრები, რომლებიც ჩვენი კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ ახალი გამაძლიერებელი ძალაა. ესენი არიან:

  • მარინა გულედანი — კაპიტალის ბაზრის ექსპერტილაშა უჩავა — ექიმი
  • როლანდ შავაძე — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული
  • ლევან შატბერაშვილი — ფილოსოფოსი
  • დავით ჯინჭარაძე — ფსიქოლოგი
  • არჩილ ჟორჟოლიანი — ActID-ის ჰუმანიტარული პროექტის კოორდინატორი
  • ნანა გოგოხია — სამართალმცოდნე

პოლიტიკაში საქმიანობის დაწყება არ არის ადვილი საქმე. ეს არის ნამდვილად გაბედული გადაწყვეტილება და ძალიან მიხარია რომ ჩვენი გუნდი ამ არაჩვეულებრივი, პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით ძლიერდება,“ — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S