Accentnews.ge
უკრაინა: ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთ ფრონტზე კონტრშეტევაზე გადავედით და წინ 2კმ²–ით წავიწიეთ

უკრაინა: ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთ ფრონტზე კონტრშეტევაზე გადავედით და წინ 2კმ²–ით წავიწიეთ

22/08/2024 18:04:13 მსოფლიო

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთ ფრონტზე კონტრშეტევა წამოიწყეს.

"ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთ ფრონტზე კონტრშეტევაზე გადავედით და წინ დაახლოებით 2კმ²–ით წავიწიეთ", – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადა სოციალურ ქსელში.

ფრონტის რომელ ნაწილზე მოხდა დაწინაურება ბრიგადის სარდლობა არ აკონკრეტებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადა ეკუთვნის ე.წ. „აზოვის მოძრაობას“. იგი შეიქმნა აზოვის მოხალისეთა რაზმების საფუძველზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S