
პუტინი: ადამიანებს, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, დახმარება 10 ათასიდან 15 ათას რუბლამდე (450 ლარი) გაეზრდებათ
22/08/2024 18:41:21 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანებს, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, დახმარება 10 ათასიდან 15 ათას რუბლამდე (450 ლარი) გაეზრდებათ. ამის შესახებ მან მთავრობის საგანგებო თათბირზე განაცხადა.
მანამდე, 8 აგვისტოს პუტინი მათ 10 000 რუბლს (312 ლარს) დაჰპირდა. ამასთან, პუტინმა დაზარალებულ მოსახლეობას "სიმამაცისკენ" და სიტუაციის "გაგებით მოკიდებისკენ" მოუწოდა - "ხელმძღვანელ პირებს დღეს ძალზე რთული და არაორდინალური ამოცანების გადაწყვეტა უწევთო".
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 20 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1260 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 93 დასახლებას აკონტროლებდნენ.