
რუსეთი მოსახლეობის ევაკუაციას კურსკის ოლქის კიდევ ერთი ქალაქიდან გეგმავს: "დატოვეთ ტერიტორია, სანამ ამის შესაძლებლობა არსებობს"
23/08/2024 05:53:33 მსოფლიო
რუსეთი მოსახლეობის ევაკუაციას კურსკის ოლქის კიდევ ერთი ქალაქიდან გეგმავს.
ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რომან ალიოხინმა ქალაქ რილსკის მოსახლეობას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან ორმოც კილომეტრში მდებარეობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა.
"დატოვეთ საცხოვრებელი სახლები სანამ არსებობს ამის შესაძლებლობა და ეს უსაფრთხოა, არ დაიცადოთ ბოლომდე, როგორც ეს სუჯაში, კორენევსა, გლუშკოვოში მოხდა", – მიმართა მან მოსახლეობას.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 20 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1260 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 93 დასახლებას აკონტროლებდნენ.