
უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს
23/08/2024 06:01:45 მსოფლიო
უკრაინა 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
"ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს, ლურჯ-ყვითელი არის უკრაინა. გილოცავ ეროვნული დროშის დღეს, უკრაინა!", ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისში, მშვიდობის ხიდთან 19:00 საათზე აქცია-მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. შეკრება 18:40 საათზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან დაიწყება.