Accentnews.ge
კობახიძე: მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში

კობახიძე: მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში

23/08/2024 07:40:40 ციტატა

„2 თვის წინ სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S