
კობახიძე: დღეს გვაქვს 60% რეიტინგი, წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც უკვე რვა არჩევნები წააგეს და მეცხრეზეც აუცილებლად დამარცხდებიან
23/08/2024 08:19:52 ციტატა
"დღეს გვაქვს 60% რეიტინგი და ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც უკვე რვა არჩევნები წააგეს და მეცხრეზეც აუცილებლად დამარცხდებიან", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.