
აშშ-ის საელჩო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის საჰაერო თავდასხმების გახშირებას არ გამორიცხავს
23/08/2024 15:17:37 მსოფლიო
უკრაინაში აშშ-ის საელჩო 24 აგვისტოს– უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის საჰაერო თავდასხმების გახშირებას არ გამორიცხავს.
"დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში და შაბათ-კვირას, როგორც დღისით, ისე ღამით, მთელი უკრაინის მასშტაბით გაზრდილია რუსული დრონებით შეტევებისა და სარაკეტო თავდასხმების რისკი", – აცხადბენ დიპლომატიურ უწყებაში.
24 აგვისტოს უკრაინა საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის, დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.