Accentnews.ge
მოდი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს

მოდი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს

23/08/2024 15:50:48 მსოფლიო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ამის შესახებ მან კიევში მისი პირველი ვიზიტისას განაცხადა.

"მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ინდოეთი მზადაა, აქტიური როლი ითამაშოს მშვიდობისკენ მიმავალ ნებისმიერ ძალისხმევაში. თუ მე შემიძლია, ამაში რაიმე როლის შესრულება, ამას გავაკეთებ. ჩვენ ომისგან თავი შორს გვეჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავდა რომ ჩვენ უბრალო დამკვირვებლები ვიყავით, ჩვენ არასოდეს გვქონია ნეიტრალური პოზიცია და პირველივე დღიდან მშვიდობის მხარეს ვიდექით... ამიტომაც ჩამოვედი უკრაინის მიწაზე და მშვიდობის გზავნილით", - განაცხადა მოდიმ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მოდიმ გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ინდოეთი მასპინძლობდა სამიტს "გლობალური სამხრეთის ხმას", რომელშიც 120 ქვეყანა მონაწილეობდა და სწორედ ამ ქვეყნების სახელით ჩავიდა მშვიდობის გზავნილით.

„გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ვემხრობით ... პრობლემების გადალახვის ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა. დროის დაუკარგავად ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ, ორივე მხარეს მოუწევს ერთად დაჯდომა და ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიება“, - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ინდოეთი ემხრობა უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავდროულად უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

პუტინმა ახლახან გამოკვეთა რუსეთის პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - ეს არის უკრაინის უარი თავისი ტერიტორიების ნაწილსა და ნატო–ში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები გავლენ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.

"ინდოეთი უკრაინაში ომის გამო რუსეთის კრიტიკისგან თავს იკავებს. ეს პოზიცია ნაწილობრივ აიხსნება ინდოეთის დამოკიდებულებით იაფ რუსულ ენერგორესურსებზე და იარაღზე", – იუწყება Bloomberg.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S