
რუსული მედია: ვოლგოგრადის ოლქში, კოლონიაში პატიმრების ამბოხი სპეცრაზმმა ჩაახშო
23/08/2024 16:17:40 მსოფლიო
ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მდებარე მკაცრი რეჟიმის N19 გამოსასწორებელ კოლონიაში ამბოხება სპეცრაზმმა ჩაახშო, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, პატიმრების მიერ აყვანილი 4 მძევალი გაათავისუფლეს, ხოლო ამბოხების მონაწილე ოთხივე პატიმარი სნაიპერებმა გაანადგურეს.
მანამდე, ამბოხებულმა პატიმრებმა ციხის ადმინისტრაციის სამი თანამშრომელი მოკლეს.
გამოცემა "Сапа Кавказ" წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პატიმრები 2 მლნ დოლარსა და ვერტმფრენს მოითხოვდნენ.
მოკლული პატიმრები სავარაუდოდ,კავშირში იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან".
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ადამიანის მძევლად აყვანის მუხლით აღიძრა.
ეს ბოლო ერთ თვეში რუსეთში, კოლონიაში მძევლების აყვანის რიგით მეორე შემთხვევაა. ივნისში მსგავსი ინციდენტი დონის როსტოვში მოხდა.