Accentnews.ge
BBC: 2024 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უკრაინამ რუსეთის ნავთობის ბაზებზე, სულ მცირე, 64 შეტევა განახორციელა

BBC: 2024 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უკრაინამ რუსეთის ნავთობის ბაზებზე, სულ მცირე, 64 შეტევა განახორციელა

23/08/2024 17:48:04 მსოფლიო

2024 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უკრაინამ რუსეთის ნავთობის ბაზებზე, სულ მცირე, 64 შეტევა განახორციელა, – იუწყება BBC. საუბარია პირველ რიგში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ნავთობის საცავებზე.

გამოცემის ინფორმაციით, იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია რიგ შემთხვევაში იმავე დღეს მოხდა, მაგრამ იყო გამონაკლისებიც.

"ორი თავდასხმა, რასაც მოჰყვა ხანძარი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში დაფიქსირდა. 67 თავდასხმიდან დაახლოებით მეოთხედი (17) კრასნოდარის მხარეში მოხდა. ასეთი თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ხანძარი უკვე მეექვსე დღეა, როსტოვში მძვინვარებს. [...] ზოგადად, რუსული ნავთობობიექტები ასეთი თავდასხმების ლოგიკური სამიზნეა. ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა", – იუწყება გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S