Accentnews.ge
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24/08/2024 06:01:11 საზოგადოება

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს 17:50 საათზე პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

ცნობილია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

1995 წლის 17 სექტემბერს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში მოაწერეს ხელი, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S