
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
24/08/2024 07:11:45 მსოფლიო
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი. იმავე წლის დეკემბერში გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებლობას.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირობებში მესამედ აღნიშნავს.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან საქართველოს პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობა იგეგმება.