Accentnews.ge
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნაწილში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს, იწვის საბრძოლო მასალების საწყობი

რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნაწილში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს, იწვის საბრძოლო მასალების საწყობი

24/08/2024 07:39:41 მსოფლიო

რუსეთის ვორონეჟის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი იწვის, – იუწყებიან რუსული ტელეგრამ–არხები.

"უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ფეთქებადსაშიშ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში მდებარე სამი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა საგანგებო რეჟიმი", – განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან აღნიშნა, 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე ღამით ხუთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S