Accentnews.ge
უკრაინა: ყირიმის დაბრუნებისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა შევიმუშავეთ

უკრაინა: ყირიმის დაბრუნებისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა შევიმუშავეთ

25/08/2024 11:22:59 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგელის ანდრეი იუსოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა როგორც ყირიმის დაბრუნების, ისე ქერჩის ხიდის დანგრევის გეგმა შეიმუშავეს. ამის შესახებ მან KIEV24-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ანექსირებული ნახევარკუნძული რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო ლოგისტიკისა და მომარაგების თვალსაზრისით, ვინაიდან რუსული არმია ნახევარკუნძულს სამხედრო ბაზად იყენებს.

როგორც მან აღნიშნა, დეტალები არ გახმაურდება, რათა ხელი არ შეეშალოს ოპერაციების ეფექტიანობას.

ქერჩის ხიდი ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიას შორის ძირითად ტრაფიკს უზრუნველყოფს. ხიდი ასევე გამოიყენება ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე სამხედრო მომარაგებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S