
ვორონეჟის რეგიონში, იარაღის საწყობის აფეთქების გამო 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, საბრძოლო მასალების დეტონაცია კვლავ გრძელდება
25/08/2024 11:50:41 მსოფლიო
რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში 600-ზე მეტმა მოსახლემ დატოვა საცხოვრებელი სახლები, რადგან ოსტროგოჟსკის რაიონში, იარაღის საწყობში საბრძოლო მასალების დეტონაცია გაგრძელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.
მისი ცნობით, 25 აგვისტოს დილისთვის "შეწყდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაციის აქტიური ფაზა", და მომხდარის ადგილზე გამნაღმველებმა დაიწყეს მუშაობა.
კატეგორიულად აკრძალულია შესვლა იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც მაცხოვრებლებმა დატოვეს. ცალკეულ ადგილებში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
რეგიონული მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, საწყობში აფეთქებების შედეგად დაზიანებები მიიღო ორმა ქალმა, ერთი მათგანი საავადმყოფოშია, მძიმე მდგომარეობაში, მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
საწყობს ცეცხლის გაუჩნდა 24 აგვისტოს ღამეს, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ცნობებით, ის უკრაინული დრონების სამიზნე გახდა.