
NASA: Starliner-ის ასტრონავტებს, რომლებიც დედამიწაზე 8 დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ, კოსმოსკში ყოფნა 2025 წლის 25 თებერვლამდე მოუწევთ
25/08/2024 12:04:40 მსოფლიო
ამერიკის აეროკოსმოსური სააგენტო (NASA) აცხადებს, რომ ასტრონავტებს, რომლებიც დედამიწაზე 8 დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ, კოსმოსკში ყოფნა 2025 წლის 25 თებერვლამდე მოუწევთ.
მისი ცნობით, Starliner-მა სტარტი 2024 წლის 5 ივნისს აიღო და უკან 8 დღეში უნდა დაბრუნებულიყო.
„ტექნიკური პრობლემების გამო Starliner-ის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებას 2025 წლის 25 თებერვალს შეძლებენ. ამჟამად ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან. კომპანია SpaceX იქნება პასუხისმგებელი კორპორაცია Boeing-ის ხომალდ Starliner-ის ეკიპაჟის კოსმოსიდან დაბრუნებაზე", – აცხადებენ NASA–ში.
SpaceX ეკიპაჟის უსაფრთხო დაბრუნებისთვის აპირებს თავისი კოსმოსური ხომალდის Crew Dragon გამოყენებას. Starliner საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მოწყდება და დედამიწაზე ავტომატური რეჟიმით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარეშე დაბრუნდება.