
რუსეთში, სარატოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა
26/08/2024 06:27:11 მსოფლიო
რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
"ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს", - ციტირებს რუსული მედია გუბერნატორ რომან ბუსარგინს.სავარაუდოდ, რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინის შეტევის დროს, ერთ-ერთი დრონი მეზობელ სარატოვოში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, მეორე ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისმა ნამსვრევებმა ოცი მანქანა დააზიანა.
ამ ეტაპზე უცნობია შეტევაში ორზე მეტი დრონი მონაწილეობდა თუ არა და მოჰყვა თუ არა მას სხვა შედეგები.