Accentnews.ge
მოსკოვი "ქართული ოცნების" პოზიციების გასამყარებლად მორიგ ანტიდასავურ დეზინფორმაციას ავრცელებს

მოსკოვი "ქართული ოცნების" პოზიციების გასამყარებლად მორიგ ანტიდასავურ დეზინფორმაციას ავრცელებს

26/08/2024 08:30:30 პოლიტიკა

მოსკოვი საქართველოში "ქართული ოცნების" პოზიციების გასამყარებლად მორიგ ანტიდასავურ დეზინფორმაციას ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევისთვის აშშ საქართველოში მორიგ "ფერად რევოლუციას" ამზადებს.

მისივე მტკიცებით, ამ საქმეში ჩაბმულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც "მოხალისეთა დიდ რაოდენობას აგროვებენ ხმის მიცემის პროცესზე დასაკვირვებად და ხელისუფლების მხრიდან ვითომდა გარდაუვალი გაყალბების ფაქტების დასაფიქსირებლად".

"ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრ სახლში უკიდურესად უკმაყოფილონი არიან წინასაარჩევნოდ საქართველოში მოვლენათა არსებული განვითარებით და ახალ "ფერად რევოლუციას" ამზადებენ. "თბილისის მადანზე" დაგეგმილია ვითომდა მომხდარი "ფალსიფიკაციების" განსაჯაროება, არჩევნების შედეგების არცნობის გამოცხადება და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის დაყენება. შექმნიან ვითარებას, რათა შსს-ს თანამშრომლებს პროტესტების ძალისმიერი ჩახშობა აიძულონ. ამასთან, ამერიკელები უკვე მუშაობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ "მშვიდობიანი მოქალაქეების" წინააღმდეგ ვითომდა "გადაჭარბებული", "სასტიკი" ზომების გამოყენების საპასუხო ნაბიჯებზე" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, იგი იმეორებს "ქართული ოცნების" ლიდერშიფის მტკიცებას, თითქოს მმართვე გუნდს ძალუძს, 26 ოქტომბრის არევნებზე "დამაჯერებელ გამარჯვებას" მიაღწიოს, რადგან ოპოზიცია "დაქსაქსულია, ოპოზიციური კოალიციები კი - ძალზე მყიფე".

""თეთრი სახლისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვება მიუღებელი სცენარა. არჩევნებამდე დარჩენილ დროში აშშ გეგმავს, მასტაბურად გაზარდოს ზეწოლა "ქართული ოცნებაზე" მისი ელექტორალური პოზიციების მაქსიმალურად შესასუსტებლად" - ირწმუნებიან მოსკოვში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S