
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა
26/08/2024 09:55:18 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული იერიშის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა.
"მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები და „კინჟალები". არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს. უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შესაჩერებლად აუცილებელია იმის განადგურება, საიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ. ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოვიყენოთ ისინი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი აქვს“, - აღნიშნა შმიგალმა.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების მონაცემებით, ლუცკში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტი.
პოლტავის ოლქში სამი აფეთქება იყო. დაშავდა ხუთი ადამიანი და სამრეწველო ობიექტი.
მინიმუმ, ოთხი აფეთქება იყო ვინიცის ოლქში, ორ-ორი - დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ლვოვის და ხმელნიცკის ოლქებში და კიევში. თითო აფეთქების შესახებ იუწყებიან კიდევ შვიდი რეგიონიდან.
მასირებული იერიშის შედეგად წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავებულია 20-მდე პირი.
მასირებული დაბომბვის გამო "უკრენერგომ" რამდენიმე ქალაქში გათიშა ელექტროენერგია.
კიევის ზოგ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეფერხდა წყალმომარაგებაც. წყალმომარაგების გარეშე დარჩა ასევე ჟიტომირი.
შეფერხებებია რკინიგზაზეც, უკრაინის რკინიგზამ სარეზერვო თბომავლები გამოიყვანა ხაზებზე.