Accentnews.ge
ლევან ბერძენიშვილი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ იზორია ჩამოაქვეითეს, ასე არაა“

ლევან ბერძენიშვილი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ იზორია ჩამოაქვეითეს, ასე არაა“

27/01/2020 19:46:40 ციტატა

„შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება არ არის ახალი: იზორია თავისი კვალიფიკაციით იმ ადგილებს, სადაც ის მუშაობდა, არასდროს არ შეესაბამებოდა. რაღაც გარკვეული დონე მას შეუძლია და მეტი არა. ასე რომ დაზვერვას ის მემგონი ვერ უხელმძღვანელებდა. ამავე დროს მინდა, გითხრათ, რომ იზორია ცუდი ელჩი იქნება: არ არის სამართლიანი, ასეთი სკანდალის შემდეგ ადამიანი ქვეყნის სახედ იქნეს დანიშნული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩამოაქვეითეს – დაზვერვას ხელმძღვანელობდა, ახლა ელჩად გაუშვეს – ეს ასე არაა. გერმანია მთავარი ქვეყანაა ევროპაში; გერმანია წყვეტს საქართველოს ბედს ევროპაში; გერმანია წყვეტს, საქართველო ნატო–ში იქნება თუ არა. აშშ–ის ნებაზე რომ იყოს, წევრები ვიქნებოდით. გერმანიაში ასეთი კაცის გაშვება, რომელსაც იმხელა პასუხისმგებლობა არ აქვს, რომ კიდევ მისი ძმის საქციელს ამართლებს...ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილენა. ჩვენი ხელისუფლება ძალაზეა“.

ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამ დროისთვის უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას დაზვერვის სამსახურში.

დაზვერვას იზორია 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S