Accentnews.ge
რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია

რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია

26/08/2024 10:45:41 მსოფლიო

რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია. როგორც რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებიან, აფეთქება ომსკში მდებარე „გაზპრომნეფტ-ონპზში“ მოხდა.

ადგილობრივი პლატფორმა "Om1.ru" ავრცელებს ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განცხადებას, რომლის თანახმად, „ომსკის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი კონტროლის ქვეშაა“ და რომ „ქარხნის უსაფრთხოების ავტომატურმა სისტემამ აღმოაჩინა აალება ტექნოლოგიურ აღჭურვილობაში“. მისი ცნობით, დაშავდა კომპანიის ორი თანამშრომელი.

„112-ისა“ და Baza-ს ცნობით, იწვის დანადგარი AVT-11, რომელიც განკუთვნილია ნავთობის ფრაქციებად გაყოფისა და შემდგომი გადამუშავებისთვის.

ქარხანა „გაზპრომნეფტ-ონპზ“ ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა რუსეთში. არსებული მონაცემებით, აქ წელიწადში დაახლოებით 22 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S