
პაკისტანში შეიარაღებული ჯგუფი ავტობუსს თავს დაესხა და 23 მგზავრი მოკლა
26/08/2024 11:09:02 მსოფლიო
პაკისტანში შეიარაღებული ჯგუფი ავტობუსს თავს დაესხა და 23 მგზავრი მოკლა. ინციდენტის დროს ავტობუსი პროვინცია ბელუჯისტანის მუსახაილის ოლქში გადაადგილდებოდა
დასავლური მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ჯგუფმა გზა გადაკეტა, მგზავრებს უბრძანა და ავტობუსიდან ჩამოსულიყვნენ. თავდამსხმელებმა მგაზვრების პირადობის დამადასტურებელი საბუთები შემოწმების შემდეგ 23 მამაკაცი დახვრიტეს.
"მოკლულთა უმრავლესობა არის პროვინცია პენჯაბიდან, მაგრამ ორი მათგანი ბელუჯისტანის მკვიდრი იყო", – იტყობინება რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური.
მომხდარზე პასუხისმგებლომა ჯერ–ჯერობით არავის აუღია, მაგრამ სეპარატისტულმა დაჯგუფება „ბელუჯების განთავისუფლების არმიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ის პროვინციაში ყველა დიდ გზას აკონტროლებს".
მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა, როცა საბუთების შემოწმების საფუძველზე კლავდნენ პირებს, რომლებიც პროვინცია პენჯაბიდან იყვნენ.