Accentnews.ge
რუსული დრონი უკრაინაზე შეტევის შემდეგ პოლონეთში შეფრინდა

რუსული დრონი უკრაინაზე შეტევის შემდეგ პოლონეთში შეფრინდა

26/08/2024 13:28:48 ევროპა

რუსული დრონი უკრაინაზე შეტევის შემდეგ პოლონეთში შეფრინდა, - განაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა მაჩეი კლიშმა.

ამჟამად სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატის სამძებრო ოპერაციას ატარებენ, ვინაიდან ის შესაძლოა, ამ დრომდე პოლონეთის ტერიტორიაზე რჩებოდეს, - აღნიშნა მან.

"ობიექტი რადარებიდან მას შემდეგ გაქრა, რაც პოლონეთის სიღრმეში 25 კმ გაიფრინა. დრონის ჩამოგდება მეტეოროლოგიურმა პრობებმა გაართულა. უკრაინული ჩერვონოგრადიდან (ლვოვის ოლქი) შემოფრენილი საფრენი აპარატი პოლონური დაბა ტიშოვცეს სიახლოვეს გაუჩინარდა" - განმარტა გენერალმა.

ცნობისთვის: ჩერვონოგრადი რუსული შეტევების ხშირი სამიზნეა იქ განლაგებული ელექტროსადგურის გამო. მასზე საჰაერო შეტევა განხორციელდა დღეს დილითაც, როცა რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებულ სარაკეტო იერიში მიიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S