
გერმანული მედია: NATO-მ გერმანიაში მდებარე AWACS-ის ბაზაზე უსაფრთხოების ზომები რუსული საფრთხის გამო გააძლიერა
26/08/2024 13:54:17 მსოფლიო
NATO-მ გერმანიაში, გაილენკირხენში მდებარე AWACS-ის ბაზაზე უსაფრთხოების ზომები რუსული საფრთხის გამო გააძლიერა, – იუწყება გერმანული გამოცემა dpa.
"საფრთხე უკავშირდებოდა სავარაუდოდ, რუსეთის დრონს, რომელიც NATO–ს ავიაბაზის სიახლოვეს შეამჩნიეს. ამ ბაზაზე განთავსებულია ალიანსის საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემის (AWACS) დაცვის და დაზვერვის თვითმფრინავები. განგაშის დონე 24 საათის განმავლობაში იყო მომატებული.
ავიაბაზის წარმომადგენლის თქმით, საქმე ეხებოდა ზომებს, რომლებიც ემსახურებოდა პერსონალის უსაფრთხოების გაძლიერებას. ავიაბაზის თანამშრომლები, რომლებიც ყველაზე გადაუდებელ ოპერაციებში არ მონაწილეობდნენ, სახლებში გაგზავნეს. თუმცა ფრენები გეგმის თანახმად ხორციელდებოდა", – იტყობინება გამოცემა.
გაილენკირხენში დისლოცირებული საგანგებო თვითმფრინავები გამოიყენება NATO–საღმოსავლეთ საზღვრებზე დაკვირვების მიზნით. თვითმფრინავები აღჭურვილია რადარის სისტემით, რომელიც მფრინავ ობიექტებს 400 კილომეტრის დისტანციაზე აღიქვამს. გაილენკირხენის ბაზაზე 1600-მდე ადამიანი მუშაობს.