Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ კახეთის გზატკეცილზე დაიდგას ბრძენი მეფე ერეკლე მეორეს ძეგლი

შალვა პაპუაშვილი: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ კახეთის გზატკეცილზე დაიდგას ბრძენი მეფე ერეკლე მეორეს ძეგლი

26/08/2024 17:36:54 ციტატა

"მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას “საქართველოს უკანასკნელი ლომის”, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი. მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა. მეფის, რომლის ავტორიტეტს და გმირობებს პატივს სცემდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S