Accentnews.ge
იაპონია ჩინეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

იაპონია ჩინეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

27/08/2024 05:52:15 მსოფლიო

იაპონია ჩინეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა. [...] ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები იაპონიის მახლობლად ფართოვდება და უფრო აქტიური ხდება. მთავრობა გააგრძელებს ჩინეთის სამხედრო აქტივობებზე ყურადღებით დაკვირვებას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას საჰაერო სივრცის დარღვევის საწინააღმდეგო ზომების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მასატაკა ოკანომ ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უწყებაში დაიბარა, საპროტესტო ნოტა გადასცა.

იპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის მხრიდან იაპონიის საჰაერო სივრცე მანამდე ორჯერ 2021 და 2017 წლებში დაირღვა ჩინეთის სახელმწიფო ოკეანოლოგიის ადმინისტრაციის თვითმფრინავისა და სანაპირო დაცვის დრონის მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S