Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: მორალურად გამართლებულია და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა, რომ უკრაინას  რუსეთის შიგნით მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება მიეცეს

ჰელსინკის კომისია: მორალურად გამართლებულია და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა, რომ უკრაინას  რუსეთის შიგნით მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება მიეცეს

27/08/2024 06:26:55 მსოფლიო

ჰელსინკის კომისია რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის მიტანის ფაქტს ეხმიანება.

"რუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე ბევრი ყველაზე მომაკვდინებელი, ყველაზე დესტრუქციული თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განახორციელა. ჩვენთვის მორალურად გამართლებულია და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა, რომ უკრაინას რუსეთის შიგნით მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება მიეცეს", – აცხადებენ ჰელსინკის კომისიაში.

ცნობისთვის: მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს.

ზელენსკის თქმით, 26 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოუყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება. 26 აგვისტოს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 პირი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S