Accentnews.ge
ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს

ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს

27/08/2024 08:37:29 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის მიტანის ფაქტს ეხმიანება.

"უმკაცრესად ვგმობ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის მცდელობებს ჩაძიროს უკრაინელი ხალხი სიბნელეში. მკაფიოდ ვაცხადებ: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სული არასდროს გატყდება", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემას განაგრძობს.

"აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინელმა ხალხმა გაბედულად დაიცვა თავი რუსეთის შემოჭრისგან, დაიბრუნა რუსეთის ძალების მიერ ომის პირველ დღეებში მიტაცებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი. უკრაინა რჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერად და უკრაინული ძალები ყოველდღე იბრძვიან საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად. შეერთებული შტატები უკრაინის ხალხის გვერდით იქნება, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ", – დასძინა მან.

ცნობისთვის: მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს.

ზელენსკის თქმით, 26 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოუყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება. 26 აგვისტოს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 პირი დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S