პროტოპრესვიტერი: "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოტივებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა და ეკლესიას იგივე პოზიცია აქვს, რაც მანამდე ჰქონდა“

27-08-2024 13:46:22 საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ 26 აგვისტოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც მისი თქმით, "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოტივებს უკავშირდება".

როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს ეკლესიას იგივე პოზიცია აქვს, რაც მანამდე ჰქონდა“.

"მე უშუალოდ ვესწრებოდი გუშინდელ შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობდა. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ეს ძალიან კორექტული, მშივიდი და არგუმენტირებული საუბარია იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოტივებს უკავშირდება. ამიტომ ამაზე შორს ნუ წავალთ. არავითარი საფუძველი ჯერ არ არსებობს იმისა, რომ ეს სამართლებრივი მოტივი შეიცვალოს. საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ჰქონდა პატრიარქს ადრე. ხელისუფლებას ძალიან კორექტული და კარგი დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ სფეროში. ამ ეტაპზე კონსტიტუციური შეთანხმების ცვლილებაზე საუბარი სწორი არ არის", განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, პროტოპრესვიტერმა.

"ფორმულას" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" სურს, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. ტელეარხის ცნობით, სწორედ ეს არის რიგით მეოთხე საკითხი, რის გამოც მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები