
ლონდონში კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, დაკავებულია 300-ზე მეტი პირი
27/08/2024 11:04:44 მსოფლიო
ლონდონში 25-26 აგვისტოს გამართულ კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, ერთ პირს კი მჟავა შეასხეს, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 53-მა პოლიციელმა. მთლიანობაში დღესასწაულის განმავლობაში დააკავეს 330 ადამიანი. მათ ძირითადად ბრალი წაუყენეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაში, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმაში, ჩხუბსა და სექსუალიზებულ ძალადობაში.
აფრო-კარიბული კულტურის კარნავალი, რომელსაც რასობრივი კონფლიქტების შეწყვეტის მიზნით ჩაეყარა საფუძველი, 1966 წლიდან ტარდება ლონდონის ნოტინგ-ჰილის უბანში. ის ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს იზიდავს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქუჩის ფესტივალად ითვლება. წელს კარნავალი 25-26 აგვისტოს გაიმართა.