
შმიგალი: რუსეთმა უკრაინის ქვესადგურებს კასეტური რაკეტებით პირველად შეუტია, მაგრამ თავდაცვამ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანა
27/08/2024 12:40:12 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, 26 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ენერგოქვესადგურებს კასეტური რაკეტებით შეუტია, მაგრამ "თავდაცვის წყალობით, დანაკარგი ძალიან მცირე იყო"
მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა ქვესადგურების დასაბომბად კასეტური რაკეტები გამოიყენა.
გუშინ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე კიევის ჰიდროელექტროსადგური იყო.