
რაფაელ გროსი: კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ზემოქმედების შემთხვევაში ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს
28/08/2024 04:03:23 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ზემოქმედების შემთხვევაში ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს.
"კურსკის ატომურ ელექტროსადგურში იმავე ტიპის რეაქტორი მუშაობს, როგორიც იყო ჩერნობილში. შესაბამისად, მას სპეციალური დაცვა არ აქვს. რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ის [ბირთვული ინციდენტი] ისეთივე მასშტაბის, როგორისაც იყო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი ინციდენტი“, – განაცხადა მან კურსკის ატომურ ელექტროსადგურის ონახულების შემდეგ.
კურსკის ატომურ ელექტროსადგური ქალაქ კურჩატოვის მახლობლად მდებარეობს. კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშების გამო ელექტროსადგურზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.