
კირბი: "ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა"
28/08/2024 04:22:06 მსოფლიო
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ "ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა".
მისი თქმით, თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება რთულია, თუმცა თეთრი სახლი ირანის რიტორიკას სერიოზულად აღიქვამს:
"ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს".
კირბი ამბობს, რომ შეერთებული შტატების გზავნილები ირანის მიმართ თანმიმდევრულია და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
"პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი. მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება", - აცხადებს კირბი.