
რუსეთის ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
28/08/2024 06:29:31 მსოფლიო
რუსეთის ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
„ღამით კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით სცადა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რვა – ვორონეჟის ოლქის და ოთხი – როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“,- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.