Accentnews.ge
ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ ინდოეთში მასშტაბური აქციები იმართება

ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ ინდოეთში მასშტაბური აქციები იმართება

28/08/2024 07:15:51 მსოფლიო

ბენგალიის შტატის დედაქალაქ კოლკატის საავადმყოფოში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ ინდოეთში აქციები იმართება. პროტესტმა მასშტაბური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების დაშლისას ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა რკინიგზის ლიანდაგები გადაკეტეს და ხელი შეუშალეს ავტობუსების მოძრაობას ინდოეთის ბენგალიის შტატში.

მანამდე, ინდოეთის მასშტაბით საჯარო საავადმყოფოების ექიმები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.

დანაშაულში ბრალდებული პოლიციის მოხალისე დაკავებულია. გამოძიება ფედერალურმა პოლიციამ დაიწყო.

ინდოეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია 2012 წელს დელისკენ მიმავალ ავტობუსში 23 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურების შემდეგ.

აქტივისტების განცხადებით, კანონების გამკაცრების მიუხედავად, ინდოეთში ძალიან მაღალია ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S