
იუსტიციის სამინისტროს ეზოში ცხედარი ნახეს
28/08/2024 08:18:57 საზოგადოება
თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს, – იუწყება "მთავარი არხი"
მისი ცნობით, იგი სავარაუდოდ, შენობიდან გადმოვარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.