Accentnews.ge
პენტაგონი: აშშ უკრაინას უფლებას არ აძლევს, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე დარტმისთვის გამოიყენოს

პენტაგონი: აშშ უკრაინას უფლებას არ აძლევს, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე დარტმისთვის გამოიყენოს

28/08/2024 09:10:58 მსოფლიო

აშშ უკრაინას უფლებას არ აძლევს, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე დარტმისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ, "ამერიკის ხმის" ცნობით, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

"უკრაინელებს შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების გამოყენება შეუძლიათ თავდაცვისთვის საზღვრის მეორე მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან. ანუ, საპასუხო ცეცხლისთვის. მაგრამ რაც შეეხება გრძელი მასშტაბის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. ჩვენ რუსეთთან ომს არ ვაწარმოებთ. ჩვენ კონფლიქტს არ ველტვით. ჩვენ უბრალოდ დემოკრატიულ ქვეყანას ვუჭერთ მხარს... და [უკრაინელებს] ვაძლევთ საშუალებას თავი დაიცვან", - აცხადებს რაიდერი.

ამჟამად უკრაინას უფლება აქვს იმოქმედოს განსაზღვრული რადიუსის შიგნით, რათა აღკვეთოს შეტევები რუსეთის არმიის მხრიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 აგვისტოს დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინას მოუხსნან შეზღუდვა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა, ასზე მეტი რაკეტის და ასამდე დრონის გამოყენებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S