
სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს
28/08/2024 13:55:10 მსოფლიო
სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს, - იუწყება Reuters სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სლოვაკეთი ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 მილიონი ევრო იქნება.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ თავდაცვის შესაძლებლობების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.