
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის კიროვის ოლქს
28/08/2024 14:30:37 მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის ფედერაციის კიროვის ოლქს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე სოკოლოვი ავრცელებს.
მისი თქმით, სამიზნე ქალაქ კოტელნიჩში, ნავთობპროდუქტებით დატვირთული კონტეინერი იყო.
ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 1,5 ათასი კილომეტრში მდებარეობს.
თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. სოკოლოვის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.