Accentnews.ge
შოთა არველაძე – გიორგი მამარდაშვილზე: ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა

შოთა არველაძე – გიორგი მამარდაშვილზე: ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა

28/08/2024 15:17:45 ციტატა

„გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ["ლივერპული"] ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე, როგორც ათწლეულების წინ ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში იყო. მამარდამ თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ „ლივერპულის“ დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი „ვალენსიაში“ გამორჩეულ მატჩებს ველოდებით“, – წერს ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S