
CIA: კიევი არ გეგმავს კურსკის რეგიონის ანექსიას, მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება
28/08/2024 15:34:20 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის მოადგილე დევიდ კოენი აცხადებს, რომ უკრაინის არმია აპირებს, დაიკავოს რუსული ტერიტორია, რომელიც მან დაიპყრო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, – იუწყებიან Reuters და "ამერიკის ხმა".
გამოცემების ცნობით, უკრაინის ჯარები კურსკის რეგიონში თავდაცვით სტრუქტურებს აშენებენ.
"კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას (ამაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობდა), მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება", - აცხადებს კოენი.
მისივე თქმით, პუტინს მოუწევს „გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში“.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 27 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1294 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.