
მედია: „ტელეგრამის“ შემქმნელი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მას სასამართლოში დაკითხავენ
28/08/2024 16:11:07 მსოფლიო
„ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და პარიზის სასამართლოში გადაიყვანეს დასაკითხად, – იუწყება CNN.
პარიზის პროკურატურა იტყობინება, რომ ახლა დუროვი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის შესაძლო ბრალდების წაყენების თაობაზე.
დუროვი საფრანგეთში 25 აგვისტოს დააკავეს. პარიზის პროკურატურამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პლატფორმა "ტელეგრამის" ფარგლებში დააკავეს. უწყების ცნობით, სულ საუბარია 12 დანაშაულზე, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.
ამავე თემაზე: WSJ: მაკრონი დუროვს სთავაზობდა, "ტელეგრამის" ოფისი პარიზში გადაეტანა