
ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა
28/08/2024 18:28:23 მსოფლიო
ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გენერატორები უკრაინაში ენერგობიექტებზე რუსული თავდასხმების შედეგად გამოწვეული შედეგების დასაძლევადაა გათვლილი. ჰუმანიტარული დახმარებაში სამი 200 კვტ და ოთხი 220 კვტ გენერატორი შედის. საერთო ჯამში, დახმარება 360 000 ევროს ღირებულებისაა.
როგორც ცნობილია, გენერატორები უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.