
ზელენსკი: ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას
28/08/2024 19:06:01 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას აგრძელებენ.
მისი თქმით, უკრაინელებმა ტყვეები დღესაც აიყვანეს.
"ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა ჩვენს დონეცკის ოლქზე,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 27 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1294 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.