
ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
29/08/2024 06:17:23 მსოფლიო
ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დახმარების პაკეტში, მათ შორის სატვირთო მანქანები, დასაკეცი საწოლები და საბრძოლო სისტემები შედის.
„უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, წელს ლიეტუვამ უკვე მიაწოდა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, M577 და M113 ჯავშანტექნიკა, ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ნაკრები, სატანკო ყუმბარმტყორცნი და სხვა დამხმარე აღჭურვილობა“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან ლიეტუვამ უკრაინას 647 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.