
უკრაინის გენშტაბი: 28 აგვისტოს რუსეთში მდებარე საბრძოლო მასალის საცავსა და ორ ნავთობბაზაზე დარტყმები განვახორციელეთ
29/08/2024 06:25:58 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 28 აგვისტოს ღამით თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამ სამიზნეზე – როსტოვისა და კიროვის ოლქებში მდებარე ორ ნავთობბაზაზე და ვორონეჟის ოლქში განთავსებულ რუსული ჯარების დაჯგუფება "დასავლეთის" საველე საარტილერიო საცავზე.
გენშტაბის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ხანძარ გაჩნდა როსტოვში მდებარე "როსრეზერვის" ქარხანა "ატლასის" ტერიტორიაზე, დარტყმა განხორციელდა კიროვის ოლქში "ზენიტის" ნავთობის საცავზეც.
გენშტაბში აცხადებენ, რომ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.